დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 04/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.17.010.016039 |
|
ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს "ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესი". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესი
|
მუხლი 1.
მიზანი |
ამ წესის მიღების მიზანია „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმითა“ და ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით მოდიფიცირებისათვის ლიცენზიების საფასურის გადაანგარიშების ერთიანი წესის დადგენა. |
მუხლი 2.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშებისა და გადახდის ზოგადი პრინციპები |
1.
ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს ადგენს კომისია, ამ წესის შესაბამისად. |
2.
ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის გადახდის გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე, რომ გადახდის გრაფიკი არ ითვალისწინებდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 50 პროცენტზე მეტის 1 წლის განმავლობაში გადახდის ვალდებულებას. |
მუხლი 3.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესი |
1.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში (რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში) გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად მოდიფიცირებისას, ამ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გამოიანგარიშება შემდეგნაირად: |
ა)
ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე განცხადების კომისიაში შეტანამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში (რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში), იმავე სალიცენზიო პირობებით (ლიცენზიის მოქმედების ვადა – 15 წელი; ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება) ლიცენზიის გასაცემად ჩატარებულ აუქციონზე/აუქციონებზე 1 მჰც-სათვის დაფიქსირებული საფასურის/საფასურთა საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით:
სადაც: C - მოდიფიცირებას დაქვემდებარებული ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა; n - ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა; Ai - i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n; Bi - i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n. |
ბ)
თუ იგივე დიაპაზონში ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით ბოლო 2 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გამოიანგარიშება რადიოსიხშირული ზოლის ამ კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:
P= Pn*C
სადაც:
Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;
C - ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა; |
გ)
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ორივე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიას. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამავე ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდილი/გადასახდელი ის ოდენობა, რომელიც კომისიის მიერ ლიცენზიის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის შესაბამისად მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, ამავე ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები