„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.113.016198
40
05/11/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
010340000.35.113.016198
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2014 წლის 5 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

 

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებას თანდართული დებულების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №7 დადგენილებას თანდართული დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუქნტის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


თავი I
ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III, IV, VI და VII თავები).


მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

თავი II
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

 


მუხლი 3. აპარატის უფროსი
აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 


მუხლი 4. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი
საკრებულოს აპარატის განყოფილების  უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 


მუხლი 5. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 6. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


თავი III
მუნიციპალიტეტის გამგეობა

მუხლი 7. გამგებლის თანაშემწე
გამგებლის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.