საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის N126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016270
147
05/11/2014
ვებგვერდი, 05/11/2014
010320040.22.023.016270
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის N126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №147

2014 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის №126 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/06/2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016250) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან იურიდიული სპეციალობით;

ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანიგამოცდილება;

გ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;

დ) კანონპროექტებზე მუშაობის და მათ განხილვებში მონაწილეობის გამოცდილება;

ე) სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

ვ) უპირატესობა ენიჭება გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნას;

ზ) უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) სამართლებრივი პრობლემების ცოდნას;

თ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეიმურაზ მურღულია