დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016297 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველო კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილების 81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №62 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 28/10/2014, 010250020.35.143.016291) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით-:
,,მუხლი 1. დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების პარალელურად, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულების ხელმძღვანელი (გამგებელი) უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
,,13. ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარად უფროს საჯარო თანამდებობაზე დადგენილი იქნეს - 60% (სამოცი), უმცროს საჯარო თანმდებობაზე - 55% (ორმოცდათხუთმეტი); |
| მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს ახალი დანართი №2-ით. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასების ფორმა |
შემფასებლის სახელი, გვარი: ____________________________________________
ხელმოწერა: _________________________________________
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები