„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016294
65
03/11/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
010250050.35.143.016294
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №65

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  საქართველოს  „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4  პუნქტის   და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის  ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილების  81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 82-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №30  დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-11 მუხლის   მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრაციის სამსახური“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-12  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის  საქმისწარმოების,  შესყიდვების, საბუღალტრო მომსახურების, საკადრო საკითხთა,  გამგეობის   საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე   ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-15 და მე-151 მუხლებით გთვალისწინებული საქმიანობის  და გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულების  ხელშეწყობა და  კოორდინაცია;

გ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-12  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,3. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე