,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016169
37
03/11/2014
ვებგვერდი, 10/11/2014
010250050.35.159.016169
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: 010250050.35.159.016150; 18.07.2014).
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ვ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.

2. დაემატოს 19¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19¹.  საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრტივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი;

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით;
ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოსობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი