დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016103 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
|
| მუხლი 1 |
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების (სსმ III, 22.09. 2008, №140, მუხ.1385) დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №4 „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური
1. 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:
ბ. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50 %–ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით). 2. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადით მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო ქსელის გაყვანა (მშენებლობა ) არ საჭიროებს რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებას, ასეთ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება 0,220 და 0,380კვ. ძაბვაზე - 20 დღე, ხოლო 6/10 ძაბვის საფეხურზე - 40 დღე (აღნიშნულის შესახებ მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უნდა ეცნობოს განაცხადის სრულყოფილების დადგენის შესახებ შეტყობინებასთან ერთად, განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად).” |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები