დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016161 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03.02.2011 წ., 210020010.35.151.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს 71 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,71 სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბიურთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისგან“. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები