„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1924
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017917
  • Word
1924
27/10/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
000000000.00.003.017917
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1924

 2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების მიზნით, შეიქმნას საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

 გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დავით შავლიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

დავით ნარმანია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

 აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;

 ალექსანდრე ჩივაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;

მურთაზ ხურცილავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

რომან ფიფია – შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის“ (ს/ნ 204423454) პრეზიდენტი;

ტარიელ ხეჩიკაშვილი – შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალოს“ (ს/ნ 211389665) პრეზიდენტი;

 ილია კოკაია – შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ (ს/ნ 230091664) 100% წილის მფლობელი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების ზედამხედველობა;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი