დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1915 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017908 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1915
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის, კოსტავას ქუჩაზე გზის მოასფალტების, ცინცაძის ქუჩაზე გზის მოასფალტების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის, გურამიშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის და კუპრეიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 789 078 (შვიდას ოთხმოცდაცხრა ათას სამოცდათვრამეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები