დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016188 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №238 (22.404), 29.12.06) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, - ადმინისტრაციულ სფეროში და შემოქმედებით დარგში. დირექტორის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 3. ცენტრის დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ სფეროში კოორდინაციას უწევს ცენტრის ადმინისტრაციულ საქმიანობას და წარმართავს სამეურნეო-ტექნიკურ მიმართულებას. ცენტრის დირექტორის მოადგილე შემოქმედებით დარგში ხელმძღვანელობს და უშუალოდ მონაწილეობს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობაში. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები