დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის N89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.022.016881 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის N89/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.022.016355) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“:
1. მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები იქნება: ა) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული კორესპონდენციების შესაბამის ვადებში შესრულების საკითხის მონიტორინგი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა; ბ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი; გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესრულებული და მიმდინარე საქმიანობის შესწავლა-ანალიზი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; დ) დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, სუსტი მხარეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ე) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით შეგროვება, საინფორმაციო მასალების დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებამდე დაყვანა; ვ) დეპარტამენტის სამმართველოების მიერ დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი; ზ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები