დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 609 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018229 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფას ეგიდით გასამართ ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ დინამო არენის (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო კვლევა-საძიებო, საპროექტო და საექსპერტო მომსახურებებზე არ გავრცელდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაჩქარებულ მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 30 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები