ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.158.016192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
03/11/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
270070000.35.158.016192
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2014 - 15/01/2018)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და  გაცემის წესი დანართი  №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

მუხლი 1. წესის  რეგულირების სფერო 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა  და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების პრემიების გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
პრემია - საჯარო დაწსებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და  განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. 

მუხლი 3. პრემიის გაცემის საფუძველი
1. პრემია გაიცემა საკრებულოს თანამდებობის პირების  მიერ  შესრულებული სამუშაოს (საკრებულოს, საკრებულოს კომისების, ფრაქციებისა და ბიუროს სხდომებში მონაწილობა) საფუძველზე.

2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

3. პრემიის გაცემა ხორცილდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. 


მუხლი 4. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .

2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ.


მუხლი 5.  პრემიის გაცემის უფლებამოსილება 
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის  და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის  სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე  თანხის ჩარიცხვას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.