დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016083 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2013; 010250000.35.145.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ დადგენილების მე-10 დანართით დამტკიცებული ,,კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს საჩუქრების შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ბავშვებზე განაწილებას.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული მე-2 დანართი შეიცვალოს ახალი N2 დანართით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგამის მიზანია კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები |
1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგრეთვე აგარის, ქ. გორის, ვარიანის მეურნეობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“), ქ. თბილისის დიღმის ტურბაზის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. თელიანის იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით).
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის თითოეულ ოჯახს მიეცეს 140 (ასორმოცი) ლარი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 90.0 ათასი ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები