დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016247 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების (სსმ 12/08/2014 010250020.35.160.016219 ) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მერიის ადმინისტრაცია; ბ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; დ) შიდა აუდიტის სამსახური; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური; ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ზ) ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; თ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) სახანძრო დაცვის სამსახური;“ ბ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6.ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქალაქში მიმდინარე მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული სამართალადღვევების საქმის წარმოება, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და კონტროლი, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ორგანიზებაზე კონტროლი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები