დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის,ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016248 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის,ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილების (სსმ 22/10/2014 010250020.35.160.016238) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები |
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით. 3. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. 4. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით. 6. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19. |
თავი II
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები. |
მუხლი 2.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები |
1. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება; ბ) სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება; დ) ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება. 2. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე კონტროლს; ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; დ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. ე) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, ლიფტების მონტაჟი, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს; ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 1191, 1074, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; 3. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტებში შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა; გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და გონივრული ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითებები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ე) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითება, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; ვ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი; 4. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას შესაბამისი მისამართის მიხედვით; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს რეაგირებას ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის დაანაგარიშებას და ადმინისტრირებას; 5. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს მიერ დადგენილი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი -თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 -ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.; |
მუხლი 3.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება |
1. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
2. სამსახურის შესაბამის განყოფილებებს ხელმძღვანელობენ -განყოფილების უფროსები, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 3. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 4. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ხელმძღვანელობს ამ დებულებით განსაზღვრული მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს; ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ) პასუხისმგებელია მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ) მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 5) მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მოადგილე პასიხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე, ასრულებს მის დავალებებს და სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობას. 6) მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. |
თავი III
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფლებები და მოვალეობები |
მუხლი 4.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფლებამოსილებებია |
1.დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოიწვიოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. ე) განახორციელოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. |
მუხლი 5.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოვალეობები |
1. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს. ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. ე) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, შეასრულოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს ცალკეული დავალებები; |
თავი IV
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
|
მუხლი 6.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა |
1. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. |
თავი V
დასკვნითი დებულებები |
| მუხლი 7 |
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები