„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.104.016199
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
31/10/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
010340000.35.104.016199
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2014 - 31/05/2018)

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №53

2014 წლის  31 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი“დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის - სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი №1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში

(გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  სტაჟირების გავლის წესი


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება –წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არანაზღაურდება.
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი).
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოსაპარატი)   წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ.
დ) უშუალო ხელმძღვანელი –წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებ.გვერდის მეშვეობით.

თავი II
სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 3
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
ე) უნდა იცოდეს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4
1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება გამგეობა/საკრებულო) სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის და წესდება დამატებითი სპეციფიკური პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით.
3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე), რომლებიც განსაზღვრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.
6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ერთეულს,ხოლო საკრებულო საპარატში – 6  ერთეულს.
7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ–დან 16–სთ–მდე.

თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 5
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურეობრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
ბ) დაესწროს გამგეობისა და საკრებულოს თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
მუხლი 6
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა;
გ) გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.

თავი IV
წალენჯიხის მუნიციალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის  ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ

მუხლი 7
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

თავი V
სტაჟირების სხვა პირობები

მუხლი 8
1. სტაჟირების შეწყვეტი საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღი სგანმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახური, ხოლო საკრებულოში–საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.

თავი VI
სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა

მუხლი 9
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე), სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


დანართი №2

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი

 

ს ე რ  ი ფ ი კ ა ტ ი   №

 

სერტიფიკატი ეძლევა

 

______________________

სახელი, გვარი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)     სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის

 

___________________           __________

ხელმოწერა                            თარიღი

                                                              ბ.ა