დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016196 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.104.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. აპარატი შედგება: აპარატის უფროსის, განყოფილების უფროსების, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.“ |
2.
დებულებას დაემატოს მე-101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე თავმჯდომარის თანაშემწე: ა) განიხილავს, აანალიზებს და ანოტაციას უკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შემოსულ განცხადებებს, წერილებსა და კორესპონდენციებს; ბ) იღებს ინფორმაციებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების თაობაზე; გ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარეს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით; დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებისა და შეხვედრების ჩატარებას; ე) ამზადებს სხვადასხვა ინსტანციაში საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვების პროექტებს; ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს და პასუხისმგებელია მათ წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები