აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.110.016183
43
31/10/2014
ვებგვერდი, 06/11/2014
010340000.35.110.016183
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №39 დადგენილებაში დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge, 31.10.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35.110.016179) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანათი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება: 

1.  ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

2.  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი  ,,საჯარო სამსახურის  შესახებ";

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) უნარ-ჩვევები.

მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები
1. აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ";

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ )აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

ე)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

2. საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების  უფროსი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) საქართველოს კანონი  ,,ნორმატიული აქტების შესახებ";

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

3. საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების  მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ)საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ";

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

4. საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი;

ე) სასურველია  რომელიმე უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული) ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

5. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

6. საკრებულოს აპარატის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) საქართველოს კანონი  ,,ნორმატიული აქტების შესახებ";

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

7. საკრებულოს აპარატის საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) „საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

8. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხებში

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

9. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში

ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ქართული ენის სპეციალისტი);

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის  სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

10. საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

11. საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი (მდივანი)

ა) სასურველია  უმაღლესი განათლება (საშუალო-სპეციალური განათლება);

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა.

12. საკრებულოს აპარატის  საინფორმაციო უზრუნველყოფის  მთავარი სპეციალისტი

ა) სასურველია  უმაღლესი განათლება (საშუალო-სპეციალური განათლება);

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

გ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის პროფესიულ  დონეზე ცოდნა;

ე) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

13. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;