„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 143/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016878
143/ნ
31/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
430010000.22.022.016878
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №143/ნ

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე - 4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) სამოქალაქო განათლება.“

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის:

გ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

გ.ბ) 4% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში გა­ნაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, თითოეულ ჯგუფში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“

დ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22.  ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე