განჩინება სს „ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება სს „ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/7172-09
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/7172-09
29/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
განჩინება სს „ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/7172-09

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „ ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე  სს „ ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ.  

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნე ს სს „ ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.       

„ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნე ს სს „ ელიტ ელექტრონიქსის“   კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა.

2.  კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნე ს 2014 წლის 12 ნოემბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს სს „ ელიტ ელექტრონიქსის“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                  ლ. ქოჩიაშვილი