დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/07 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016132 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/01/2015 - 15/09/2016)
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N05/67 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი
|
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე - არანაკლებ 2 წლის). აუდიტორის სპეციალობით ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით ან საჯარო სექტორში ინსპექტირების განხრით მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა; |
მუხლი 2.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე
|
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; |
მუხლი 3.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი (1)
|
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი (1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; |
მუხლი 4.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპრატამენტის სპეციალისტი
|
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპრატამენტის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook) ცოდნა; |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები