„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016306
01-79/ნ
17/11/2014
ვებგვერდი, 17/11/2014
470230000.22.035.016306
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-79/ნ

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/08/2013; 470230000.22.035.016216) დამტკიცებულ დანართ №1-ში (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზნებისათვის პასპორტიზაციის პროცესი გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიერ დაწესებულების პასპორტიზაციის მონაცემების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ოფიციალური ვებგვერდის (www.moh.gov.ge) ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, პასპორტიზაციის მოდულში განთავსებას, სპეციალური ფორმებისა (დანართი 1.1 - „დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ და დანართი 1.2 - „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“) და ამ წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დანართი 1.1-ს  „დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ წარმოადგენს და მას ავსებს სამედიცინო მომსახურების ყველა მიმწოდებელი. დანართი 1.2 „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ განეკუთვნება სპეციალურ ფორმას, რომელსაც დამატებით ავსებენ პერინატალური მომსახურების (ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა  სერვისები) მიმწოდებლები.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმები განეკუთვნება სამედიცინო დოკუმენტაციის (სააღრიცხვო-საანგარიშგებო) ფორმებს.“.

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7.  1.1. და 1.2. დანართებით განსაზღვრული ფორმები არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.“.

2. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ,,დაწესებულების საპასპორტო მონაცემები"-ს (დანართი 1.1) ფორმის შევსების ინსტრუქცია“.

3. დანართ N1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

„მუხლი 4. „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“-ს (დანართი 1.2) ფორმის შევსების ინსტრუქცია

1. ფორმა განკუთვნილია მხოლოდ პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის (ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა  სერვისები). მისი შევსების დროს დაცული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან,  შეავსონ აღნიშნული დანართის ყველა ველი, მიუხედავად იმისა, იმეორებს თუ არა იგი დანართი 1.1-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. „დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაციისა“ და „იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების“ ველები ივსება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

4 „ინფრასტრუქტურის“ ბლოკში თანმიმდევრულად ივსება ყველა ის ველი, რომელიც პერინატალური სერვისის მიწოდებისთვის განკუთვნილი სპეციალური სათავსების განლაგებასა და საწოლების რაოდენობას ეხება. ამავე დროს:

ა) სამეანო და გინეკოლოგიური საწოლების რაოდენობა მიეთითება ციფრებით;

ბ) ,,ინდივიდუალური სამშობიარო ოთახის“ (ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო ბლოკ-პალატა, რომელიც განკუთვნილია ერთი მშობიარისათვის) შესაბამის ველში  ფიქსირდება ასეთი ოთახების არსებობა/არარსებობის ფაქტი ,,კი“ ან ,,არა“ პასუხის პრინციპით. ,,კი“ პასუხის შემთხვევაში, მომდევნო ველში, ციფრებით მიეთითება ოთახების რაოდენობა;

გ) საოპერაციო ბლოკის შესახებ ინფორმაციისთვის გათვალისწინებულია სამი ველი. იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებობს უშუალოდ სამეანო განყოფილებასთან  და მხოლოდ სამეანო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი, შესაბამის ველში ფიქსირდება სათანადო პასუხი („კი“=1); ასეთ შემთხვევაში „სამეანო-გინეკოლოგიური საოპერაციო ბლოკი“-სა და „მრავალპროფილურ სტაციონართან საზიარო საოპერაციო ბლოკი“-ს შესაბამისი ველები აღარ ივსება; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ივსება მომდევნო ორი ველიდან ერთ-ერთი („სამეანო-გინეკოლოგიური საოპერაციო ბლოკი“-ს ან „მრავალპროფილურ სტაციონართან საზიარო საოპერაციო ბლოკი“-ს შესაბამისი ველები) იგივე პრინციპით;

დ) ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება (NICU) მოიცავს კრიტიკული მოვლისა და შუალედური (ე.წ. ინტენსიური) მოვლის საწოლების შესახებ ინფორმაციას, რომელთა რაოდენობა მიეთითება ცალ-ცალკე, შესაბამის ველებში, ციფრებით;

ე) „ახალშობილთა სპეციალური მოვლის ოთახის“ შესახებ ინფორმაციისთვის განკუთვნილია 2 ველი: პირველში ფიქსირდება ასეთი ოთახის არსებობა/არარსებობის ფაქტი „კი“ ან „არა“ პასუხის პრინციპით; დადებითი პასუხის შემთხვევაში ივსება მომდევნო ველი, რომელშიც მიეთითება საწოლების რაოდენობა (ციფრებით) ახალშობილთა სპეციალური მოვლის ოთახში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 1 საწოლი = 1 ჟანგბადის წყარო ფლუომეტრით + 1 გამათბობელი/ან კიუვეზი + 1 სატურომეტრი + 1 ინფუზომატი;  ახალშობილთა სპეციალური მოვლის ოთახს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამ პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირველ ველში ფიქსირდება უარყოფითი პასუხი (არა=0), ხოლო მომდევნო ველი აღარ ივსება;

ვ) ქალებისთვის განკუთვნილი ინტენსიური (ICU) თერაპიის სერვისის შესახებ ინფორმაციისთვის გათვალისწინებულია 2 ვარიანტი: ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახი ქალებისთვის (ICU), რომელიც ემსახურება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას და ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახი ქალებისთვის (ICU), რომელიც საერთოა სტაციონარის სხვა განყოფილებებთან. პირველი ვარიანტის არსებობისას ფიქსირდება დადებითი პასუხი (კი=1) და შემდეგ ველში მიეთითება საწოლების შესაბამისი რაოდენობა ციფრებით (ამასთან 1 საწოლი = 1  ჟანგბადის წყარო + 1 მონიტორი), ხოლო მეორე ვარიანტის შესაბამისი ველები აღარ ივსება. სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებისთვის დამოუკიდებელი ინტენსიური თერაპიის სერვისის არარსებობის შემთხვევაში, მომდევნო ველში - „ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახი ქალებისთვის (ICU), რომელიც საერთოა სტაციონარის სხვა განყოფილებებთან“ ფიქსირდება შესაბამისი პასუხი (,,კი“, ან ,,არა“ პრინციპით), ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, შემდეგ ველში მიეთითება შესაბამისი საწოლების რაოდენობაც. გასათვალისწინებელია პირობა - „1 საწოლი = 1  ჟანგბადის წყარო + 1 მონიტორი“, აღნიშნულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ეს ველები არ ივსება;

ზ) რეანიმაციული (კრიტიკული მოვლის) განყოფილება / ოთახის (CCU) შესაბამის ველში ფიქსირდება ინფორმაცია ასეთი სერვისების არსებობის  შესახებ „კი“/„არა“ პასუხის პრინციპით, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში შემდეგ ველში მიეთითება შესაბამისი საწოლების რაოდენობა;

თ) ორსულთა პათოლოგიის გაყოფილება/ოთახის შესაბამის ველში ფიქსირდება ინფორმაცია ასეთი სერვისების არსებობის  შესახებ „კი“/„არა“ პასუხის პრინციპით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შემდეგ ველში მიეთითება შესაბამისი საწოლების რაოდენობაც;

ი)  „ქალთა კონსულტაციის“ შესაბამის ველში დადებითი პასუხი (კი=1) მიეთითება ორსულთა ანტენატალური მოვლის სერვისის არსებობის შემთხვევაში; შევსების მომენტისათვის საანგარიშო წლის განმავლობაში აღრიცხვაზე აყვანილ ქალთა რაოდენობა კი მიეთითება შემდეგ ველში ციფრებით. ქალთა კონსულტაციები (ამბულატორიული ანტენატალური/პერინატალური სერვისის მიმწოდებლები), რომლებიც ინტეგრირებულნი არ არიან სტაციონარული პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან, ავსებენ აღნიშნული დანართის მხოლოდ შესაბამის ველებს.

5. „ზოგადი მაჩვენებლების“ ბლოკის მონაცემები წარმოადგენს პერინატალური სერვისის ხარისხის ინდიკატორებს. ამ ბლოკში მაჩვენებლების უმრავლესობა  უნდა დაფიქსირდეს ორი სრული წლის მონაცემების მიხედვით („რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით“ და „რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით“ ანუ თუ საპასპორტო მონაცემები ივსება 2014 წლის ნოემბერში, ველში, სადაც მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს „შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით“ - ფიქსირდება მაჩვენებელი 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ველში, სადაც მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს „შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით“ - ფიქსირდება მაჩვენებელი 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). თუ დაწესებულება ფუნქციონირებს საპასპორტო მონაცემების პირველადად შევსების წლიდან, „განმარტების“ სვეტში მიეთითება დაწესებულების გახსნის თარიღი, ხოლო „დაწესებულების მონაცემში“ ჩაიწერება მაჩვენებელი გახსნის თარიღიდან საპასპორტო მონაცემების შევსების თარიღამდე. იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულების ფუნქციონირების დაწყებიდან გასულია 2 წელზე ნაკლები დრო, მიეთითება მხოლოდ „შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემები“ და არ ივსება „2 საანგარიშო წლის წინა მონაცემების“ შესაბამისი ველი. ამასთან:

ა)  მშობიარობათა რაოდენობის შესახებ მონაცემები მიეთითება ციფრებით;

ბ) საკეისრო კვეთების რაოდენობის მონაცემები მიეთითება ციფრებით და პროცენტულად, არსებული ველების შესაბამისად;

გ) ველებში - „საკეისრო კვეთის განხორციელების შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში“, „24-სთ-იანი ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკზე, სისხლის ყველა კომპონენტზე“  ინფორმაცია ფიქსირდება „კი“ ან „არა“ პასუხის პრინციპით; ამასთან, სისხლის ბანკის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება იმის მიხედვით, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილია კლინიკაში არსებული (საკუთარი) სისხლის ბანკით (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური სერვისით) თუ ხელშეკრულებით;

დ) ველში, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას სისხლის პროდუქტებით უზრუნველსაყოფად საჭირო მინიმალური დროის შესახებ,  მიეთითება შესაბამისი დრო,  წუთებში;

ე) ველში - „ხელმისაწვდომობა რეფერალურ სატრანსპორტო საშუალებებზე“ მიეთითება სამი შესაძლო პასუხიდან („საკუთარი“,  „ხელშეკრულებით“ ან „პროგრამული მომსახურება“)  პრინციპით;

ვ)  დედის რეფერალის შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამის ველებში, ციფრებით და პროცენტულად;

ზ) ახალშობილთა რეფერალის შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამის ველებში, ციფრებით და პროცენტულად;

თ) დედათა სიკვდილიანობის, ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობისა და მკვდრადშობადობის შემთხვევათა რაოდენობის შესახებ მონაცემები, როგორც „შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით“, ასევე, „შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით“ - მიეთითება ციფრებით.

6. „ადამიანური რესურსების“ ბლოკში ივსება ინფორმაცია დაწესებულების ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის შესახებ (ექიმ-სპეციალისტები, ექთნები, ბებიაქალები) შემდეგი პრინციპით:

ა) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის - ექიმების: მეან-გინეკოლოგების, ნეონატოლოგების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების, ასევე, ქალთა კონსულტაციის ექიმებისა და ბებიაქალებისა და ექთნების საერთო რაოდენობა ფიქსირდება შესაბამის ველებში ციფრებით;

ბ) კლინიკაში  (ადგილზე) მორიგე მეან-გინეკოლოგების, ნეონატოლოგებისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების 24 საათიანი ხელმისაწვდომობის (24/7) უზრუნველყოფის შესაბამის ველებში ფიქსირდება პასუხი „კი“ ან ,,არა“ პრინციპით, იმისდა მიხედვით, არსებობს თუ არა ასეთი ხელმისაწვდომობა;

გ) ინფორმაცია ჯამური, შტატში არსებული და ხელშეკრულებით მომუშავე ექიმ-სპეციალისტების რაოდენობის შესახებ მიეთითება ციფრებით;

დ) ერთი (ღამის) მორიგეობის განმავლობაში კლინიკაში (ადგილზე) მყოფი ბებიაქალების, სამეანო და ნეონატალური ექთნების რაოდენობა ფიქსირება შესაბამის ველებში ციფრებით;

ე) ჰისტერექტომიის და სხვა სამეანო გართულებების ოპერაციული  მართვის გამოცდილების მქონე მეან-გინეკოლოგების საერთო  რაოდენობა მიეთითება ციფრებით, ხოლო ასეთი ექიმების 24/7 ხელმისაწვდომობა კლინიკაში (ადგილზე) მორიგეობით ფიქსირდება „კი“/„არა“ პასუხის პრინციპით;

ვ) „სხვა“ სპეციალისტების შესაბამის ველში ფიქსირდება ინფორმაცია სხვა ექიმი-სპეციალისტების შესახებ სათანადო რაოდენობების მითითებით.

7. „მშობიარე ქალების მოვლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის“, „სარეანიმაციო აღჭურვილობა დედებისათვის“ და „ახალშობილის მოვლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის“ ბლოკები მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი აღჭურვილობების რაოდენობის შესახებ და მიეთითება ციფრებით.

8. „დიაგნოსტიკური გამოსახვითი საშუალებების“ ბლოკში ფიქსირდება ინფორმაცია სამეანო ულტრაბგერის, ნეიროსონოსკოპის, რენტგენოდიაგნოსტიკის, კომპიუტერული ტომოგრაფიული სერვისისა და ახალშობილის ექოკარდიოგრაფიული სერვისის მიწოდების შესახებ, ამასთან:

ა) სამეანო ულტრაბგერის აპარატის, ახალშობილთა რეტგენოდიაგნოსტიკისა  და ნეიროსონოსკოპის სერვისის უზრუნველყოფის შესაბამისი ინფორმაციისთვის განკუთვნილია სამ-სამი ველი - პასუხების სამი შესაძლო ვარიანტით. კერძოდ: სერვისის უზრუნველყოფა ხდება საკუთარი პორტატული აპარატით, სტაციონარული აპარატით თუ ხელშეკრულებით/გამოძახებით. ამ ველების შესაბამისი ინფორმაცია ფიქსირდება „კი“ ან „არა“ პასუხის პრინციპით;

ბ) კომპიუტერული ტომოგრაფიული და ახალშობილთა ექოკარდიოგრაფიის შესაბამის ველებში ფიქსირდება პასუხი „კი“ ან „არა“ პრინციპით, სერვისის ადგილზე ან ხელშეკრულებით უზრუნველყოფის შესაბამისად; ასეთი სერვისის არარსებობის შემთხვევაში არ ივსება არც ერთი ველი.

9. „ლაბორატორიული სერვისების“ შესაბამის ბლოკში სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფიქსირდება „კი“ ან „არა“ პასუხის პრინციპით. ამასთან:

ა) ლაბორატორიული სერვისის 24 საათიანი (24/7) უზრუნველყოფის შესახებ  ინფორმაცია კონკრეტდება შესაბამის ველებში, იმისდა მიხედვით, აღნიშნული მიიღწევა კლინიკაში საკუთარი ლაბორატორიის არსებობით, თუ სხვა ლაბორატორიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით;

ბ) ლაბორატორიული კვლევების/ტესტების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ცალკეული ანალიზის/ტესტის პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალურ დროს (რომელიც აითვლება გადაწყვეტილების მიღებიდან პასუხის მიღებამდე) და მიეთითება საათებში (მაგალითად, 15 წთ-ის შემთხვევაში - 0,25 სთ, 30 წთ-ის შემთხვევაში - 0,5 სთ და ა.შ.).“.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი 1.2 „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




 

 

დანართი 1.2

პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები

 

დაწესებულების მონაცემები

განმარტება

დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია:

 

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

ეთითება ციფრებით დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი

დაწესებულების დასახელება

 

ეთითება ტექსტურად დაწესებულების სრული დასახელება

დაწესებულების სტატუსი

 

,,ფუნქციონირებს", ,, მუდმივად შეწყვეტილია" ან ,,დროებით შეჩერებულია"
,,ფუნქციონირებს" =1
,, მუდმივად შეწყვეტილია"=2 ,,დროებით შეჩერებულია"=3

სანებართვო მოწმობის ნომერი

 

ეთითება ციფრებით და ტექსტურად (იწერება როგორც სიმბოლოები, ასევე ციფრები)

შეტყობინება სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის განხორციელების შესახებ

 

ეთითება ტექსტურად

დამოუკიდებელი ერთეული, თუ ქსელის წევრი

 

კი=1, არა=0 (კი - დამოუკიდებელი ერთეული, არა - ქსელის წევრი)

დამოუკიდებელი სამშობიარო სახლი, თუ მულტიპროფილური დაწესებულების ნაწილი

 

კი=1, არა=0 (კი - დამოუკიდებელი სამშობიარო სახლი, არა - მულტიპროფილური დაწესებულების ნაწილი)

სახელმწიფო თუ კერძო

 

კი=1, არა=0 (კი - სახელმწიფო, არა - კერძო)

პერინატალური სერვისის მიწოდების დაწყების თარიღი

 

ეთითება ციფრები შემდეგი თანმიმდევრობით (რიცხვი/თვე/წელი - 00/00/0000)

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი

 

ეთითება ტექსტურად

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირის პირადი  ნომერი

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია

 

ეთითება ტექსტურად (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა)

დაწესევულების მოქმედი ელექტრონული ფოსტა

 

ეთითება ტექსტურად

დაწესებულების ტელეფონი (ადმინისტრაცია)

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულების ტელეფონი (მიმღები)

 

ეთითება ციფრებით

ფაქტობრივი მისამართი:

 

 

რეგიონი

 

ეთითება ციფრებით კოდი რომელიც წინასწარ განსაზღვრულია სამინისტროს მიერ

მუნიციპალიტეტი

 

დასახლებული პუნქტი

 

ეთითება ტექსტურად

მისამართი

 

ეთითება ტექსტურად

იურიდიული მისამართი:

 

 

რეგიონი

 

ეთითება ტექსტურად

მისამართი

 

ეთითება ტექსტურად

ინფრასტრუქტურა

 

 

სამეანო საწოლების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

გინეკოლოგიური საწოლების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ინდივიდუალური სამშობიარო ოთახი / ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო ბლოკ-პალატების არსებობა

 

კი=1, არა=0

ინდივიდუალური სამშობიარო ოთახი / ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო ბლოკ-პალატების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

სამეანო განყოფილებაში საოპერაციო ბლოკი

 

კი=1, არა=0

სამეანო-გინეკოლოგიური საოპერაციო ბლოკი

 

კი=1, არა=0

მრავალპროფილურ სტაციონართან საზიარო საოპერაციო ბლოკი

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება (NICU)

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში (NICU)კრიტიკული მოვლის საწოლების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში (NICU) შუალედური (ე.წ. ინტენსიური) მოვლის საწოლების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა სპეციალური მოვლის ოთახის არსებობა

 

კი=1, არა=0

საწოლების რაოდენობა ახალშობილთა სპეციალური მოვლის ოთახში

 

ეთითება ციფრებით

ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახი ქალებისთვის (ICU), რომელიც ემსახურება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას 

 

კი=1, არა=0

საწოლების რაოდენობა ქალებისთვის განკუთვნილ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში/ოთახში  (ICU), რომელიც ემსახურება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას

 

ეთითება ციფრებით

ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახი (ICU), საზიარო სტაციონარის სხვა განყოფილებებთან

 

კი=1, არა=0

საწოლების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილება/ოთახში (ICU),  რომელიც საზიაროა სტაციონარის სხვა განყოფილებებთან

 

ეთითება ციფრებით

რეანიმაციული (კრიტიკული მოვლის) განყოფილება / ოთახი (CCU)

 

კი=1, არა=0

საწოლების რაოდენობა რეანიმაციული (კრიტიკული მოვლის) განყოფილება / ოთახში (CCU)

 

ეთითება ციფრებით

ორსულთა პათოლოგიის განყოფილება / ოთახი

 

კი=1, არა=0

საწოლების რაოდენობა ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში / ოთახში

 

ეთითება ციფრებით

ქალთა კონსულტაცია

 

კი=1, არა=0

ამჟამად აღრიცხვაზე აყვანილ ქალთა რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ზოგადი მაჩვენებლები

 

 

მშობიარობათა რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

მშობიარობათა რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

საკეისრო კვეთების რაოდენობა ციფრებში  შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

საკეისრო კვეთების რაოდენობა ციფრებში შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი მშობიარობების საერთო რაოდენობიდან შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი მშობიარობების საერთო რაოდენობიდან შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

საკეისრო კვეთის განხორციელების შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში

 

კი=1, არა=0

24-სთ-იანი ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკზე, სისხლის ყველა კომპონენტზე

 

კი=1, არა=0

საკუთარი სისხლის ბანკის (საწარმოო ტრანსფიზიოლოგიური) სამსახურის არსებობა

 

კი=1, არა=0

სისხლის ბანკზე, სისხლის ყველა კომპონენტზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სისხლის ბანკთან ხლშეკრულებით

 

კი=1, არა=0

მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა სისხლის პროდუქტებით უზრუნველსაყოფად

 

ეთითება დრო წუთებში ციფრებით

ხელმისაწვდომობა რეფერალურ სატრანსპორტო საშუალებებზე

 

,,საკუთარი“, „ხელშეკრულებით“,
„პროგრამული მომსახურება“
„საკუთარი“=1
„ხელშეკრულებით“=2
„პროგრამული მომსახურება“=3

 დედის რეფერალის რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

 დედის რეფერალის რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით    

 

ეთითება ციფრებით

დედის რეფერალის რაოდენობა პროცენტულად შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

დედის რეფერალის რაოდენობა პროცენტულად შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა რეფერალის რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა რეფერალის რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა რეფერალის რაოდენობა პროცენტულად შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილთა რეფერალის რაოდენობა პროცენტულად შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

დედათა სიკვდილიანობის რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

დედათა სიკვდილიანობის რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით 

 

ეთითება ციფრებით

მკვდრადშობადობის რაოდენობა შევსების თარიღის წინა საანგარიშო წლის მონაცემებით

 

ეთითება ციფრებით

მკვდრადშობადობის რაოდენობა შევსების თარიღამდე 2 საანგარიშო წლის წინა მონაცემებით  

 

ეთითება ციფრებით

ადამიანური რესურსი:

 

 

სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია მეან-გინეკოლოგების 24 /7 ხელმისაწვდომობა კლინიკაში (ადგილზე) მორიგეობით

 

კი=1, არა=0

სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგების რაოდენობა, რომელთაც აქვთ ჰისტერექტომიის და სხვა სამეანო გართულებების ოპერაციული  მართვის გამოცდილება

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ჰისტერექტომიის და სხვა სამეანო გართულებების ოპერაციული  მართვის გამოცდილების მქონე მეან-გინეკოლოგების 24/7 ხელმისაწვდომობა კლინიკაში (ადგილზე) მორიგეობით

 

კი=1, არა=0

სერტიფიცირებული ნეონატოლოგების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ნეონატოლოგების 24 /7 ხელმისაწვდომობა კლინიკაში (ადგილზე) მორიგეობით

 

კი=1, არა=0

ბებიაქალების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ერთ მორიგეობაში არსებული ბებიაქალების რაოდენობა კლინიკაში

 

ეთითება ციფრებით

ექთნების საერთო რაოდენობა                                                                                        

 

ეთითება ციფრებით

სამეანო ექთნების რაოდენობა       

 

ეთითება ციფრებით

ერთ მორიგეობა/ში არსებული სამეანო ექთნების რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ნეონატალური  ექთნების რაოდენობა        

 

ეთითება ციფრებით

ერთ მორიგეობა/ში არსებული ნეონატალური ექთნების რაოდენობა კლინიკაში

 

ეთითება ციფრებით

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია  ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების 24 /7 ხელმისაწვდომობა კლინიკაში (ადგილზე) მორიგეობით

 

კი=1, არა=0

ქალთა კონსულტაციის ექიმების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

იმ ქალთა კონსულტაციის ექიმების რაოდენობა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სამეანო განყოფილებაშიც

 

ეთითება ციფრებით

ექიმ-სპეციალისტები ახალშობილთა მოვლისთვის

 

 

ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი შტატით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ქირურგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ქირურგი შტატით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ქირურგი ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ნევროლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ნევროლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ნევროლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ენდოკრინოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ენდოკრინოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ენდოკრინოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ოფთალმოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ოფთალმოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ოფთალმოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ფთიზიატრ-პულმონოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა ფთიზიატრ-პულმონოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა ფთიზიატრ-პულმონოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა ნეფროლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა ნეფროლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა ნეფროლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა გასტროენტეროლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა გასტროენტეროლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

 ბავშვთა გასტროენტეროლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა კრიტიკული მოვლის /ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სპეციალისტების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ბავშვთა კრიტიკული მოვლის /ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სპეციალისტები შტატით

 

კი=1, არა=0

ბავშვთა კრიტიკული მოვლის /ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სპეციალისტები ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სხვა

 

ეთითება რაოდენობა ციფრებით, სპეციალისტების შესაბამისად

ექიმ-სპეციალისტები ორსულის/მელოგინის მოვლისთვის

 

 

ზოგადი ქირურგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ზოგადი ქირურგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ზოგადი ქირურგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ნევროლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

 ნევროლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

 ნევროლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ენდოკრინოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ენდოკრინოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ენდოკრინოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ნეიროქირურგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ნეიროქირურგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ნეიროქირურგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

კარდიოლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

კარდიოლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

კარდიოლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ნეფროლოგების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ნეფროლოგები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ნეფროლოგები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

ინფექციონისტების ჯამური რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ინფექციონისტები შტატით

 

ეთითება ციფრებით

ინფექციონისტები ხელშეკრულებით

 

ეთითება ციფრებით

სხვა

 

ეთითება რაოდენობა ციფრებით, სპეციალისტების შესაბამისად

მშობიარე ქალების მოვლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა:

 

 

საათი წამმზომიანი

 

ეთითება ციფრებით

ოთახის თერმომეტრი

 

ეთითება ციფრებით

უსაფრთხო სითბოს წყარო

 

ეთითება ციფრებით

სტეტოსკოპი

 

ეთითება ციფრებით

კარდიომონიტორი

 

ეთითება ციფრებით

პულსოქსიმეტრი

 

ეთითება ციფრებით

ინფუზომატი

 

ეთითება ციფრებით

კარდიოვერსიის/დეფიბრილაციის აღჭურვილობა დედებისთვის 

 

ეთითება ციფრებით

კარდიო–ტოკოგრაფიის აპარატი

 

ეთითება ციფრებით

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა სამეანო გართულებებისთვის - მაშები

 

ეთითება ციფრებით

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა სამეანო გართულებებისთვის -ვაკუუმ–ექსტრაქტორი

 

ეთითება ციფრებით

ინსტრუმენტული მშობიარობისათვის განკუთვნილი სამშობიარო საწოლები

 

ეთითება ციფრებით

    სარეანიმაციო აღჭურვილობა დედებისათვის:

 

 

ამბუს პარკი ნიღბით

 

ეთითება ციფრებით

ელექტრო ამოსაქაჩი მოწყობილობა

 

ეთითება ციფრებით

ლარინგოსკოპი სოლებით (ნაკრები)

 

ეთითება ციფრებით

ოროტრაქეალური მილები

 

ეთითება ციფრებით

ფილტვის ხელოვნული ვენტილაციის აპარატი

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილის მოვლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა:

 

 

ახალშობილის საწოლი სხივური გამათბობლით

 

ეთითება ციფრებით

სტეტოსკოპი

 

ეთითება ციფრებით

ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით

 

ეთითება ციფრებით

საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის  -ჟანგბადის კარავი დამატენიანებლით

 

ეთითება ციფრებით

საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის - ნაზალური კანულა

 

ეთითება ციფრებით

ტომარა და ნიღბები ახალშობილისთვის 100%-მდე ჟანგბადის მისაწოდებლად

 

ეთითება ციფრებით

ოროტრაქეალური მილები /2.0 - 4.0 მმ დიამეტრი ზოლით

 

ეთითება ციფრებით

ელექტრო ამოსაქაჩი მოწყობილობა

 

ეთითება ციფრებით

ლარინგოსკოპი

 

ეთითება ციფრებით

სოლები 00 ზომის

 

ეთითება ციფრებით

სოლები 0 ზომის

 

ეთითება ციფრებით

სოლები 1 ზომის

 

ეთითება ციფრებით

ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტით

 

ეთითება ციფრებით

კარდიომონიტორი ახალშობილის შესაბამისი ზომის სატურაციის მიმწოდით

 

ეთითება ციფრებით

კარდიომონიტორს აქვს წნევის არაინვაზიური გაზომვისათვის საჭირო ახალშობილის მანჟეტი

 

ეთითება ციფრებით

წნევის ინტრავასკულარული მონიტორი

 

ეთითება ციფრებით

გასტრალური ზონდები/ 6-8 Fr/

 

ეთითება ციფრებით

ინფუზომატი

 

ეთითება ციფრებით

ფოტოთერაპიის აპარატი

 

ეთითება ციფრებით

ოფთალმოსკოპი

 

ეთითება ციფრებით

ელექტროკარდიოგრაფი

 

ეთითება ციფრებით

პულსოქსიმეტრი

 

ეთითება ციფრებით

გლუკომეტრი

 

ეთითება ციფრებით

ბავშვის სასწორი

 

ეთითება ციფრებით

ახალშობილის ინკუბატორი

 

ეთითება ციფრებით

ხელოვნური სუნთქვის აპარატების საერთო რაოდენობა

 

ეთითება ციფრებით

ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიხშირიან ოსცილაციურ ვენტილაციას HFOV

 

ეთითება ციფრებით

ჰაერის/ჟანგბადის შემრევი

 

ეთითება ციფრებით

დადებითი წნევის მისაწოდებელი აპარატი N(N-CPAP)

 

ეთითება ციფრებით

დიაგნოსტიკური გამოსახვითი საშუალებები:

 

 

საკუთარი პორტატული სამეანო ულტრაბგერის აპარატი

 

კი=1, არა=0

სტაციონარული სამეანო ულტრაბგერის აპარატი

 

კი=1, არა=0

ულტრაბგერის სერვისი უზრუნველყოფილია გამოძახებით/ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა რენტგენოდიაგნოსტიკა ხორციელდება საკუთარი სტაციონარული რენტგენის საშუალებით

 

კი=1, არა=0

ნეონატოლოგიურ განყოფილებაში ახალშობილთა რენტგენოდიაგნოსტიკა ხორციელდება ადგილზე, პერინატალური დაწესებულების საკუთარი პორტატული რენტგენის საშუალებით

 

კი=1, არა=0

ნეონატოლოგიურ განყოფილებაში რენტგენოლოგიური გამოკვლევის სერვისი  ხელმისაწვდომია გამოძახებით/ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

საკუთარი პორტატული ნეიროსონოსკოპი ახალშობილებისთვის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა ნეიროსონოსკოპია ხორციელდება საკუთარი სტაციონარული აპარატით

 

კი=1, არა=0

ნეიროსონოსკოპიული სერვისი ნეონატოლოგიურ განყოფილების ახალშობილებისთვის ხელმისაწვდომია გამოძახებით/ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ხელმისაწვდომია ადგილზე

 

კი=1, არა=0

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ხელმისაწვდომია ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა ექოკარდიოგრაფიის აპარატი ხელმისაწვდომია ადგილზე

 

კი=1, არა=0

ახალშობილთა ექოკარდიოგრაფიის სერვისი უზრუნველყოფილია ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ლაბორატორიული სერვისები

 

 

ლაბორატორიული სერვისი უზრუნველყოფილია 24/7 კლინიკაში

 

კი=1, არა=0

ლაბორატორიული სერვისი უზრუნველყოფილია 24/7  ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სისხლის საერთო ანალიზი - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

სისხლის საერთო ანალიზი კლინიკაში

 

კი=1, არა=0

სისხლის საერთო ანალიზი ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სისხლის საერთო ანალიზის პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

გაშლილი ბიოქიმიური ანალიზები - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

გაშლილი ბიოქიმიური ანალიზები კლინიკაში

 

კი=1, არა=0

გაშლილი ბიოქიმიური ანალიზები ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

გაშლილი ბიოქიმიური ანალიზები - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური   დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

C-რეაქტიული ცილა - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

 C-რეაქტიული ცილა კლინიკაში

 

კი=1, არა=0

 C-რეაქტიული ცილა ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

C-რეაქტიული ცილა - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

სისხლის ჯგუფები და Rh კუთვნილება - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

სისხლის ჯგუფები და Rh კუთვნილება კლინიკაში

 

კი=1, არა=0

სისხლის ჯგუფები და Rh კუთვნილება ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სისხლის ჯგუფები და Rh კუთვნილება - პასუხის მისაღებად საჭირო   მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

კუმბსის ტესტი (პირდაპირი და არაპირდაპირი) - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

კუმბსის ტესტი (პირდაპირი და არაპირდაპირი) კლინიკაში

 

კი=1, არა=0

კუმბსის ტესტი (პირდაპირი და არაპირდაპირი) ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

კუმბსის ტესტი (პირდაპირი და არაპირდაპირი) - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

ჰემატოკრიტი - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

ჰემატოკრიტი კლინიკაში

 

კი=1, არა=0

ჰემატოკრიტი ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ჰემატოკრიტი - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

გლუკოზის დონე სისხლში - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

გლუკოზის დონე სისხლში კლინიკაში

 

კი=1, არა=0

გლუკოზის დონე სისხლში ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

გლუკოზის დონე სისხლში - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

სისხლის გაზები და ელექტროლიტები - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

სისხლის გაზები და ელექტროლიტები კლინიკაში

 

კი=1, არა=0

სისხლის გაზები და ელექტროლიტები ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სისხლის გაზები და ელექტროლიტები - პასუხის მისაღებად საჭირო   მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

ნიმუშების (ნაცხი, შარდი) ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით -ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

ნიმუშების (ნაცხი, შარდი) ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით კლინიკაში

 

კი=1, არა=0

 ნიმუშების (ნაცხი, შარდი) ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ნიმუშების (ნაცხი, შარდი) ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

ბაქტერიული ჰემოკულტურის შედეგი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

ბაქტერიული ჰემოკულტურის შედეგი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით კლინიკაში

 

კი=1, არა=0

ბაქტერიული ჰემოკულტურის შედეგი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ბაქტერიული ჰემოკულტურის შედეგი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შემდგომი განსაზღვრით - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

კოაგულაციური ანალიზები (პროთრომბინის დრო – PT, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო –PPTT ფიბრინოგენი)  - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

კოაგულაციური ანალიზები (პროთრომბინის დრო – PT, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო –PPTT ფიბრინოგენი) კლინიკაში

 

კი=1, არა=0

კოაგულაციური ანალიზები (პროთრომბინის დრო – PT, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო –PPTT ფიბრინოგენი) ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

კოაგულაციური ანალიზები (პროთრომბინის დრო – PT, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო –PPTT ფიბრინოგენი)  - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

ბილირუბინი ახალშობილებში - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

ბილირუბინი ახალშობილებში კლინიკაში

 

კი=1, არა=0

ბილირუბინი ახალშობილებში ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

ბილირუბინი ახალშობილებში - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

შრატში მაგნიუმის იონის განსაზღვრა - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

შრატში მაგნიუმის იონის განსაზღვრა კლინიკაში

 

კი=1, არა=0

შრატში მაგნიუმის იონის განსაზღვრა ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

შრატში მაგნიუმის იონის განსაზღვრა - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

 B ჯგუფის სტრეპტოკოკი - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

 B ჯგუფის სტრეპტოკოკი კლინიკაში

 

კი=1, არა=0

 B ჯგუფის სტრეპტოკოკი ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

B ჯგუფის სტრეპტოკოკი - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

 B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

 B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი -კლინიკაში

 

კი=1, არა=0

 B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი  - ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

 B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL, აივ ინფექციაზე, გონორეაზე - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL, აივ ინფექციაზე, გონორეაზე -კეთდება კლინიკაში

 

კი=1, არა=0

სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL, აივ ინფექციაზე, გონორეაზე -კეთდება ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL, აივ ინფექციაზე, გონორეაზე - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

შარდის საერთო ანალიზი - ხელმისაწვდომობა 24/7

 

კი=1, არა=0

შარდის საერთო ანალიზი -კეთდება კლინიკაში

 

კი=1, არა=0

შარდის საერთო ანალიზი - კეთდება ხელშეკრულებით

 

კი=1, არა=0

შარდის ანალიზი - პასუხის მისაღებად საჭირო მინიმალური დრო

 

ეთითება ციფრებით (საათებში)

სხვა (დააკონკრეტეთ):

 

ეთითება ტექსტურად