დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბეჟან გობაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად – მრჩევლად არჩევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
ბეჟან გობაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად – მრჩევლად არჩევის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის ფარული კენჭისყრით არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად – მრჩევლად არჩეულად ჩაითვალოს ბეჟან გობაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2014 წლის 23 ოქტომბერი
№ 114-უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები