ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/47
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.111.016237
12/47
29/10/2014
ვებგვერდი, 04/11/2014
190040000.35.111.016237
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №12/47

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  დაადგინა:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი,   დანართი 1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია



დანართი 1

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი

 


მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებში იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლით  გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 32-ე  მუხლით და 52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები.

 

მუხლი 2
პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

 

მუხლი 3
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემია გაიცემა მერის,  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
მუხლი 4
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

                                                                     

მუხლი 5
1. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
2. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,  ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.