„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44089
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
ძალაში შესვლის თარიღი 23/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016300
  • Word
44089
23/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.00.016300
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №44089

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 – და 123 პუნქტები:

„121. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ორგანოდან უკან დაბრუნების შემთხვევაში, გაფორმების ორგანო ერთდროულად ახორციელებს მოწმობის კონტროლიდან მოხსნას და ახალი მოწმობის გამოწერას. აღნიშნულთან ერთად, წარდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტი) გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი”, უთითებს თარიღს და ადასტურებს მრგვალი ბეჭდით, ხოლო მოწმობის კონტროლიდან მოხსნას ახორციელებს საბაჟო გამშვები პუნქტი.

122. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, აგრეთვე დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას თუ ხორციელდება მოწმობის გამოწერა საქონლის გაფორმების ორგანოში წარსადგენად, გამოწერილი მოწმობის მე-40 გრაფის ქვემოთ  არსებულ ცარიელ  ადგილზე, გამგზავნი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაესმება საბაჟო დამღა წარწერით „ყურადღება!!! საქონელი წარსადგენია საბაჟო კონტროლის ზონაში“.

123. არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის ზოგადი დეკლარირებისათვის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი  დეკლარანტს გადასცემს „შეტყობინებას საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე“ (დანართი №I–04) და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. “;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ტ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – „15“;“;

 

გ) ინსტრუქციას დაემატოს დანართი №I–04 შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №I–04

 

 

საბაჟო დეპარტამენტის

 

-------------------------------------------------------------

(სტრუქტურული ერთეული)

 

შეტყობინება

საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე

 

____________________________________________

(დეკლარანტის დასახელება/ გვარი, სახელი)

 

_____________________________________________

(საიდენტ./პირადი/პასპ. №)

 

_____________________________________________

(მისამართი)

 

 

                   თუ თქვენ მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე

——————————————————————————————————————————

(საქონლის დასახელება)

 

ზოგადი დეკლარირებისათვის დადგენილ  ვადაში არ იქნება წარმოდგენილი

—————————————————————————————————————————— ,

(დოკუმენტის დასახელება)

 

დამატებით გეძლევათ 3 სამუშაო დღის ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა უზრუნველყოთ მითითებული დოკუმენტის წარმოდგენა ან საქონლის უკან დაბრუნება ან რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური განახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას.

 

                   საქონელი ნიშანდებულია ————————————————————

                                                                                            (იდენტ. საშუალების დასახელება და №)

 

ჩავაბარე —––––––––————————————————————————————

                             (უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)

 

ჩავიბარე ———————————————————

                                           (დეკლარანტის ხელმოწერა)

 

 თარიღი  ———————————    “;

 

დ) 35-ე მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. გრაფა 20 „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი). საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გრაფის მეორე განყოფილებაში ასევე მიეთითება დანიშნულების პუნქტის გეოგრაფიული დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება სასაქონლო პარტია, რომელსაც მიწოდების რამდენიმე (სხვადასხვა) პირობა აქვს, მე-20 გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“, ხოლო დეკლარაციის ორივე ეგზემპლარის უკანა მხარეს მიეთითება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად.“;

ე) 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არსებული საქონელი   მოქცეულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაციაში, წინმსწრები  საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელების გადახდის დადასტურების მიზნით, დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს დროებით შემოტანილი საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის დეკლარანტთან არსებული ეგზემპლარი და განრიგის მიხედვით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის დადასტურება შესაძლებელია გადამხდელის პირად აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემებით .

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს განრიგში მითითებული თანხების გადახდის სისწორეს;

ბ) დროებით შემოტანილი საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში,  საქონლის იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ასახულ ვალდებულებასა და დროებითი შემოტანის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადახდილ იმპორტის გადასახდელებ თანხას შორის სხვაობის თაობაზე ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელსაც გადაგზავნის  გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით; 

გ) დროებით შემოტანილი საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის გაუქმების/შეცვლის თაობაზე ამზადებს წერილობით დასკვნას და გადაგზავნის გადამხდელის პირად აღრიცხვის ბარათზე კორექტირების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                 ი. გვარამაძე