დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016039 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში (სსმ, 04.11.2009წ., №136, მუხ. 1561) და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. პირველი მუხლის: ა.ა) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თავმჯდომარის მრჩეველი: ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) კარგად ცოდნა; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; დ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; დ.ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ.თ) სამშენებლო ნორმების და წესების ზოგადი ცოდნა; დ.ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer - კარგად ცოდნა"; ა.ბ) პირველი მუხლის მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე–15 მუხლის მე–7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები