“ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016213
57
29/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
010250050.35.119.016213
“ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №57

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №51 დადგენილებაში (სსმ 010250050,35,119,016207)  შეტანილ იქნას  შემდეგი ცვლილება და “ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დანართის მუხლი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 4 საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.

5. დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.

6. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები.

7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

8. პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.

9. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

10. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრისა და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.

11. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე