„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016266
2501
29/10/2014
ვებგვერდი, 30/10/2014
280090050.22.029.016266
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2501

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/11/2013, 280090050.22.029.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესში“ (შემდგომში - წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის  შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს“;

ბ) წესის მე-2 მუხლის 112 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„112. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან  სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.“

გ) წესის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულთა კონკრეტული კონტინგენტისათვის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ან სამინისტროსათვის დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ფარგლებში ხორცილედება საცხოვრებელი სახლების შეძენა, ამ შემთხვევაში დაზარალებულთა კონკრეტული კონტინგენტის განსახლება და შეძენილი საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ამ კრიტერიუმების გარეშე.“

დ) წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მუნიციპალიტეტის მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ განაცხადს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია/მონაცემები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.“

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტირებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგისა და საკუთრებაში გადაცემის პროცედურა

1. დეპარტამენტი ახორციელებს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებებით, სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებებით შეძენილი საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს, მასში რეალურად მცხოვრები ოჯახების და საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის დადგენის მიზნით.

2. კომისია, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად უნდა გადაეცეს საცხოვრებელი სახლები. მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადაცემული საცხოვრებელი სახლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ, კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება მინისტრს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - დანართი №3 და დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - თანდართული დანართი №3-ის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები“ - დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7 და დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები“ - თანდართული დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი

დანართი №3

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები

საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები

ქულა

კატეგორია 1

სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას

10

კატეგორია 2

სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური  მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას

7

ლუი კრიტერიუმი

ქულა

სოციალურ პროგრამაში მო

57001-ქულაზე ნაკლები

(ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი ფიქსირდება ერთიდაიგივე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში)

0.5

ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე 2 ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა

შესაბამის ქულათა ჯამი

მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე  (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა  (0,5 ქულა), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა) (უნდა  არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.  

ონკოლოგიური დაავადების  შემთხვევაში  ფორმა N50/2)

შესაბამის ქულათა ჯამი

ოჯახის  წევრი  ან  წევრები  არიან  მკვეთრად  (1,5  ქულა), მნიშვნელოვნად  (1  ქულა)  ან  ზომიერად              (0,5 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები  (ჯანმრთელობის  მოშლით გამოწვეული       ადამიანის საქმიანობის ნორმიდან       გადახრა,  რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების,  ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის,  სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით. 

შესაბამის ქულათა ჯამი

 მშობელი  ან  ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა)

1

ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი       შვილ(ებ)ის  ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა)

1

პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და  ოჯახი,  რომელიც  შედგება ხანდაზმული  წევრებისგან.  ოჯახი  შედგება  მხოლოდ  ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან;

1

ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი სული

1

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას

სხვა კრიტერიუმი

ქულა

სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში

6

სხვა საცხოვრებელი სახლი  აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს)

1

დანართი № 4

----  ---------- წელი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა

I კატეგორია

                          ------------------  მუნიციპალიტეტი ----------------------------------  დაზარალებული ოჯახის მონაცემები

                                                  საკრებულო (თემი) სოფელი

სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას

გვარი, სახელი, მამის სახელი (ოჯახის შემადგენლობა, პირთა სრული ჩამონათვალი)

დაზარალებული ოჯახის წევრთა პირადი №

დაბ. თარიღი

ფაქტიური საცხოვრ. ადგილი

დღემდე თუ იყო გაწეული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (ჩასახლება - მატერიალური დახმარება)

რა სტიქიური მოვლენის შედეგად მიიღო დაზიანება სახლმა: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი.(გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა)

სახლის დაზიანების თარიღი (წელი)

1

2

3

4

5

6

7

შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი                                                                     ხელმოწერა                       ბეჭედი

მუნიციპალიტეტის  გამგებელი                                                                                                       ხელმოწერა                       ბეჭედი

დანართი №5

----  ---------- წელი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა

I I კატეგორია

8

შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი                                                                     ხელმოწერა                       ბეჭედი

მუნიციპალიტეტის  გამგებელი                                                                                                       ხელმოწერა                       ბეჭედი