დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1900 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017906 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1900
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე
1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 593 201 (ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ერთი)ლარი, მათ შორის: საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 272 174 (ორას სამოცდათორმეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 321 027 (სამას ოცდაერთი ათას ოცდაშვიდი) ლარი, კერძოდ:
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 178 373 (ას სამოცდათვრამეტი ათას სამას სამოცდაცამეტი) ლარი;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 99 304 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოთხი) ლარი;
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 93 000 (ოთხმოცდაცამეტი ათასი) ლარი;
დ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 67 608 (სამოცდაშვიდი ათას ექვსას რვა) ლარი;
ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 58 350 (ორმოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის: საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 43 350 (ორმოცდასამი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი;
ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 34 913 (ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ცამეტი) ლარი;
ზ) ცაგერის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
თ) ონის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარი;
ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით- 12 153 (თორმეტი ათას ას ორმოცდაცამეტი) ლარი;
კ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;
ლ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ხიდ-ბოგირების, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.
3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები