დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1898 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017904 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1898
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე- 3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების დამზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსების, სხვადასხვა სახის პროდუქციის ბეჭდვის, პრეზენტაციების და ღონისძიებებისორგანიზების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1475 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 15 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები