დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1897 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017903 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1897
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, 2014 წლის 29-30 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით გასამართი „საქართველო რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან“ საინვესტიციო ფორუმის ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები