იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1896
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017902
  • Word
1896
23/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017902
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1896

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერმართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე

„საქართველოსმთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

1.ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (2014 წლის 19 სექტემბრის #5003259) წერილი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

2.ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომ სამინისტროს მიერ ელექტროენერგიის დაფინანსებისათვის გადახდილი და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ანგარიშზე კრედიტორული დავალიანების სახით არსებული 1 411289,61 (ერთიმილიონ ოთხასთერთმეტიათას ორასოთხმოცდაცხრა ლარი და 61 თეთრი) ლარიდან378 819,62 (სამასსამოცდათვრამეტიათას რვაასცხრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები) 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების მიზნით, ხოლო დარჩენილი სხვაობა - 1 032 469,99 (ერთიმილიონოცდათორმეტიათას ოთხასსამოცდაცხრა ლარი და 99 თეთრი) ლარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

პრემიერ-მინისტრი                                                             . ღარიბაშვილი