„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1894
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017897
  • Word
1894
23/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017897
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1894

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას (JICS) შორის „იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში შესყიდვის მომსახურების გაწევის თაობაზე იაპონური მოწინავე პროდუქციისა და მისი სისტემების (სამედიცინო აღჭურვილობა და კეთილდღეობის აპარატურის პაკეტი)  მოწოდების მიზნით“ სააგენტოს მომსახურების გაწევის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, დავით ლომიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

3. „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1054 განკარგულებით გათვალისწინებული შეთანხმების ფარგლებში გრანტის სახით შეძენილი ტექნიკის (აღჭურვილობის) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების გატარება ამ განკარგულების შესრულებისა და ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი