არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1909
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017895
  • Word
1909
23/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017895
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქა თველოს მთავრობის

განკარგულება1909

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა)  „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეპროგრამის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია “ (პროგრამული კოდი - 37 01 03 )  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  2 1 000 000 (ოცდაერთი მილიონ ) ლარი მიმართოს ქვეპროგრამის „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებები“ დასაფინანსებლად;

ბ)ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა მიმართოს   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე, შემდგომში შპს „გრუზვინპრომის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის   31-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებები“ დამატება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.

პრემიერ-მინისტრი                                                  ი. ღარიბაშვილი