შპს „საქართველოს ფოსტის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს ფოსტის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1906
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017891
  • Word
1906
23/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017891
შპს „საქართველოს ფოსტის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქა თველოს მთავრობის

განკარგულება 1906

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს ფოსტის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად  გასატარებელი  ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, შპს „საქართველოს ფოსტის“  სათბობი  შეშით  უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო), უზრუნველყოს კახეთის სატყეო სამსახურის ლაგოდეხის, გურჯაანისა და ახმეტის სატყეო უბნებში 43 3, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წალკა-თეთრიწყაროსა და დმანისის სატყეო უბნებში 24 3, გურიის სატყეო სამსახურის  ჩოხატაურისა (ყოფილი საკოლმეურნეო ტყე) და ოზურგეთის სატყეო უბნებში 24 3, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთისა (ყოფილი საკოლმეურნეო ტყე) და წალენჯიხის სატყეო უბნებში 5 3, მცხეთა-მთიანეთის  სატყეო სამსახურის თიანეთის სატყეო უბანში 8 მ3, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბანში 21 3, იმერეთის სატყეო სამსახურის ზესტაფონის, ხონის, ხარაგაულისა და ბაღდათის სატყეო უბნებში 21 3, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის სატყეო უბნებში 21 3,  სულ 167 3   II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფების გამოყოფა.

2. შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა.

4. შპს  „საქართველოს ფოსტამ“  უზრუნველყოს  ხე-ტყის  დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                     . ღარიბაშვილი