დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.149.016218 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N17 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 22/07/2014; 010250040.35.149.016184) დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი16. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) კასპის ადმინისტრაციულ ერთეულში და კასპის რაიონის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის. 2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება: ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) შეხვედრის თემატიკა.; გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები