„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს N1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1866
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017870
  • Word
1866
20/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017870
„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს N1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1866

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს 1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს 1375 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი 1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი 2).“;

ბ) განკარგულების დანართი განისაზღვროს 1 დანართად და დაემატოს დანართი 2  თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                               . ღარიბაშვილი

 „დანართი №2

ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერეთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერეთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, კანდიდატთა მოკლე სიის ( shortlist) შედგენის ან/და საუკეთესო კანდიდატ(ებ)ის გამოვლენის მიზნით.

2. კომისია, თავისი საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის  ან მისი მოადგილის ინიციატივით .

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე .

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5 . კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.“.