დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1865 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017867 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1865
2014წლის 20ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ ს ათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორციელოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის ხრამის სატყეოში 100 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფა.
2. შპს ,,ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
4 . შპს ,,ბედიანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ“ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურეობის საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები