დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დადებულ „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულებაში (№201203447-BA) ცვლილების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1864 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017864 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1864
2014წლის 20ოქტომბერი
ქ. თბილისი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დადებულ „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულებაში (№201203447- BA) ცვლილების პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე , მოწონებულ იქნეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დადებულ „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულებაში (№201203447- BA) შესატანი ცვლილების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები