საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1861
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017855
  • Word
1861
16/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017855
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1861

2014 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის  თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 1 აგვისტოს №1332 განკარგულების ფარგლებში გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“  ხელშეკრულების პროექტი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების (ხანმოკლე მოქმედების  ინსულინის ანალოგის - ნოვორაპიდი პენფილის და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის - ლევემირი პენფილის) შესყიდვის მიზნით.   

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                                ი . ღარიბაშვილი