სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ინვეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ინვეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017854
  • Word
1860
15/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
000000000.00.003.017854
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ინვეტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება1860

2014წლის 15ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისშპს ,,ინვეტისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოსკანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოსმთავრობის 2014წლის30მაისის№365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. მცხეთაში მდებარე 4500 კვ.მარასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები:№1, 2, 3 - ნანგრევები, 4-1558.82 კვ.მ,5-27.56 კვ.მ, 6-35.51 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 72.07.02.229)პირდაპირი მიყიდვის ფორმით , 1 (ერთი) ლარად , საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ინვეტს“ (ს/კ 404387481).

2.ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონებისსაპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებოთანხისგადახდაამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულებისპირველიპუნქტითგადაცემულუძრავ ქონებაზე ცხოველისა და ფრინველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოსშექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პიროის შესრულების მიზნით,არანაკლებ 756 000 (შვიდას ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ , წელიწადში არანაკლებ 2000(ორიათასი) ტონა ცხოველისა და ფრინველის საკვებისწარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის50%-ის წარმოება.

3. შპს ,,ინვეტის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის„ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებოპირობებისშესრულებას(მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობისხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                 . ღარიბაშვილი