დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016188 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2014 - 04/09/2015)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
1.
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. |
2.
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და დედოფისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №3 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს: |
1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა. |
მუხლი 2.
აპარატის უფროსი |
1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა; |
მუხლი 3.
განყოფილების უფროსი |
1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა (იურიდიული განყოფილების უფროსის შემთხვევაში); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი |
1. მთავარ სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა(იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემთხვევაში); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
სპეციალისტი |
1. სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
|
დანართი 2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს: |
1.გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ვ) უნარ-ჩვევები. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. |
მუხლი 2.
გამგებლის წარმომადგენელი |
1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 3.
სამსახურის განყოფილების უფროსი |
ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა. ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
სამსახურის სპეციალისტი |
სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები