„მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №59 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

„მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №59 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016148
33
27/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
210020010.35.155.016148
„მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №59 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. წალკა


 

„მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №59 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
 „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №59 დადგენილებით დამტკიცებულ  (www.matsne.gov.ge  ვებ. გვერდი 03/01/2012 წ, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016065)  დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა/რეკონსტუქცია.

3. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.“

2.  დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, სარგებლობის უფლების მინიჭებამდე და მთლიანად ირიცხება წალკის თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივ ბიუჯეტში.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი