დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016132 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №21 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 11/09/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016108) და დანართის შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
დადგენილების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) გამგებლის წარმომადგენელი: - უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; - გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; - დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების-კუთვნილების ფაქტის დადასტურება და სხვა) აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ბავშვის მშობლებთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ოჯახის სულადობის და სხვა). - გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ. - გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები