„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016232
34
27/10/2014
ვებგვერდი, 29/10/2014
010260010.35.148.016232
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი - მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებით  (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010260010.35.148.016204) დამტკიცებულ დებულების მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული  სამუშაოების, მომსახურების ან/და შესყიდვის საგნის მიღების  უზრუნველსაყოფად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პირსა და  მომწოდებელს შორის მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესაბამისი  დასკვნის  მომზადებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი