გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრების დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
27/10/2014
ვებგვერდი, 29/10/2014
010250050.35.148.016230
გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/10/2014 - 11/09/2015)

 

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის 1-ლი და  მე-3 პუნქტების და „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგალამენტის დამტკიცების შესახებ“  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილების 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №2-ის  შესაბამისად;
მუხლი 3
დამტკიცდეს თითოეულ რანგის პოზიციაზე ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვრები დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.    

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი №1

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა       დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს:
1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია;

გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს დამატებით მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;

გ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.


მუხლი 2. აპარატის უფროსი
1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ ორი  წლის გამოცდილება.

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა;


მუხლი 3. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1. თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი  ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 4. აპარატის  მთავარი სპეციალისტი
1. საკრებულოს აპარატის მთავარ  სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ)   მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული პროგრამის  ,,საკანონმდებლო მაცნე“-ს ცოდნა;

         დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და 

              Internet Explorer- ის  კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. აპარატის  წამყვანი სპეციალისტი
1. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

 ბ)   მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი  გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 6. აპარატის უფროსი სპეციალისტი
1. საკრებულოს აპარატის  სპეციალისტს გარდა ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

          ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და      

         Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 7. აპარატის სპეციალისტი
1. აპარატის სპეციალისტს  გარდა ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დაInternet Explorer-ის  სამოხმარებლო დონეზე ცოდნა.



დანართი №2

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს:
1. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია;

გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს დამატებით მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) გორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;

გ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმატიული- სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.


მუხლი 2. განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ  ორი წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 3. გამგებლის წარმომადგენელი
1. გამგებლის წარმომადგენელს ამ  დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ  ერთი წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 4. გამგებლის თანაშემწე
1. თანაშემწეს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო        

მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:

          ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან   გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ  ერთი წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. სამსახურის მთავარი  სპეციალისტი
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ  ერთი წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 6. სამსახურის   წამყვანი სპეციალისტი
1. სამსახურის წამყვან  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.


მუხლი 7. სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1. სამსახურის უფროს  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 8. სამსახურის  სპეციალისტი
1. სამსახურის   სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.          



დანართი №3

 

ტესტირებაში მონაწილე პირების დადებითი შეფასების მიღებისათვის  თითოეულ რანგის  პოზიციაზე განისაზღვროს  მინიმალური არითმეტიკული პროცენტი

1. საკრებულოს აპარატის უფროსი 65%;

2. განყოფილების უფროსი 65%;

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი 60%;

4. თანაშემწე 60%;

5. მთავარი სპეციალისტი  60%;

6. წამყვანი სპეციალისტი 55%;

7. უფროსი სპეციალისტი 53%;

8. სპეციალიტი 50%.