დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016295 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
1. პირველი პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) იურიდიული სამმართველო;‘‘. 2. მე-2 პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) იურიდიული სამმართველო - ახორციელებს გენერალური შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;‘‘. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები