დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.112.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
37
24/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
010340000.35.112.016192
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2014 - 27/08/2015)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა მოხელეთა (მდივნისა და მძღოლის გარდა) და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეებზე: მდივანი და მძღოლი, არ ვრცელდება აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 4 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა საჯარო მოხელეს (მდივნისა და მძღოლის გარდა), მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
გ.ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” |
გ.გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” |
გ.დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
გ.ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III. IV, VI და VII თავი); |
2.
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
3.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
4.
აპარატის განყოფილების უფროსისა და სამდივნოს ხელმძღვანელის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
5.
მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
6.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
7.
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, ან საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები